“არავითარი პირადული არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წარმატებით ვითარდებოდეს”

არავითარი პირადული არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წარმატებით ვითარდებოდეს, – აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ოქროყანაში მდებარე „ტექნოპარკში“ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადი ინტერესისგან, არავითარი პირადული არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წარმატებით ვითარდებოდეს, რა შეიძლება ამაზე პირადული მე გამაჩნდეს. თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან და ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მეტი სანდოობა ჰქონდეს, ჩემს ანალიზს, რადგან აქტიურ პოლიტიკაში ყოფნისას ძალიან ხშირად პირადი ინტერესით იზღუდება და ვერ ახერხებს ობიეტურ ანალიზს. თუ ამასთან დაკავშირებით თქვენ კითხვები გაქვთ შეგიძლიათ დღესვე დამისვათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები