გიორგი მარგველაშვილი კორცხელის ინციდენტზე: ხელისუფლება შეძლებს „ამგვარი ხარვეზების გადალახვას“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს არჩევნების მიმდინარეობისას “ამგვარი ხარვეზების გადალახვას”.
„მე შეშფოთებული ვარ კორცხელში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აქ რამდენჯერმე ახსენეს. ვფიქრობ, ეს იყო ამაზრზენი. ეს არის საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და, რომელიც არ უნდა განმეორდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გავაკეთეთ მე, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. ყველამ ერთხმად დაგმო მომხდარი. მოხდა ინციდენტის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შევძლებთ, გადავლახოთ ამგვარი ხარვეზბი არჩენების მიმდინარეობისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას ერთიანი პოზიცია აქვს. ამ საკითხის ქაღალდზე გადატანისა და ერთგვარი დოკუმენტის შექმნის იდეა სასარგებლო იქნება. იდეა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიის, “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს წარადგინეს. ვიმედოვნებ, ეს იდეა განხორციელდება და ყველა მონაწილე მხარე შეთანხმდება თამაშის წესებზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები