ხადური კორცხელის ინციდენტზე: სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა მოხდა სინამდვილეში

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ხელკეტებით ცემის კადრების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილია. ხადური აცხადებს, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში.
“რამდენადაც ვიცი, ასეთი კადრები, მართლაც, არსებობს და სწორედ ამიტომ არის სასამართლოში აღძრული საქმე. ვფიქრობ, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში“, – განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ კორცხელში გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ სცემენ ხელკეტებით სპორტსმენებს უცნობი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები