დიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო სექტორში დასაქმების ზრდის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს
სტატისტიკის სამსახურის ახალი მონაცემების მიხედვით, რომელიც ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ეხება, კერძო სექტორში დასაქმების ზრდის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, როდესაც სტატისტიკის სამსახურის ახალი მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ეხება.
მისივე თქმით, 2016 წლის 1-ელი კვარტლის მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 577 000 შეადგენს და ეს არის 5,9%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„შესაბამისად, პირველ სამ თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 ათასი ადამიანი დაასაქმა, რაც არის ძალიან კარგი“, – განაცხადა ქუმისშვილმა და აღნიშნა, რომ ზრდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტებით, აპრილში თვეში 4,3,%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა; საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 8,3%-ით, რაც მისი თქმით, ძალიან კარგი მაჩვენებელია; იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ასევე გაზრდილია და 247 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ტურიზმს, მინისტრის თქმით, აქაც უპრეცედენტო ზრდაა. „5 თვის განმავლობაში 2 119 000 საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა და ეს აბსოლუტურ მაჩვენებელში რომ გადავიყვანოთ, 782 ათასი ადამიანია“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.