ტომას მორისი: გვყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად

საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი USAID-ის მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორია. ტომას მორისის განცხადებით, საქართველოს ჰყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით პროგრესის მისაღწევად.
„USAID-ისა და აშშ მთავრობის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ გამორჩეულ სტუმრებთან და კოლეგებთან ერთად დღეს აქ ყოფნა და CNFA-ს საქართველოში მოღვაწეობის ათი წლისთავის აღნიშვნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს კვირიკაშვილს აქ ყოფნისათვის. იგი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი, უნიკალური პარტნიორია და იგი საქართველოს მომავლის შესახებ შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიამოვნოა მისი ასე წარდგენა.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს, რომლებმაც ათასობით მილის მანძილი დაფარეს ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ჩანაწერებში არ იყო, მხოლოდ ახლა გავაანალიზე და მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ს მართლაც გაგვიმართლა, რომ გვყავს ორი შესანიშნავი პარტნიორი – საქართველოს ხელისუფლება და CNFA. USAID-ში მოღვაწეობის მანძილზე მრავალ ქვეყანაში მიმუშავია – ხანდახან პარტნიორები არც ისე კარგები არიან, ხოლო ზოგჯერ მთავრობებს თავიანთი მოასხლეობა დიდად არ ადარდებთ. საქართველოში სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხდებით – გვყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად; ასევე სახეზეა ნამდვილი პარტნიორი CNFA, რომელიც 10 წლის მანძილზე საქმიანობს აქ და განუწყვეტლივ გვაწვდის იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც აქ აშშ-ს მთავრობის დღის წესრიგთანაა შესაბამისობაში და ამავდროულად ეხმარება საქართველოს მთავრობას თავისი მიზნების მიღწევაში,“–აღნიშნა ტომას მორისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები