ანი მიროტაძე ვლადიმერ აჩბამ ჩაანაცვლა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ვლადიმერ აჩბა აირჩიეს. აჩბას კანდიდატურას კომიტეტის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მან ანი მიროტაძის თანამდებობა დაიკავა. თედო ჯაფარიძის მოადგილის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო წარდგენილი. აჩბამ ანი მიროტაძე ჩაანაცვლა, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ”ქართული ოცნებიდან” ”ეროვნული ფორუმის” გასვლის შედეგად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თავად ვლადიმერ აჩბა პარლამენტის დეპუტატის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელად დანიშნეს. დავით საგანელიძეს უფლებამოსილება 2015 წლის 30 სექტემბერს შეუწყდა და იგი “საპარტნიორო ფონდში” გადავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ საგანელიძე არჩეული იყო პროპორციული სიით, მისი ადგილმონაცვლე “ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ აჩბა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები