საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა

საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა. არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული ახალი განკარგულების კონტრასიგნაციაზე მთავრობის წევრებმა დღეს იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მთავრობის მეთაურმა მას ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს. კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეში“ უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. პრეზიდენტისა და პრემიერის შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე, 8 ივნისიდან გადადის. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები