საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში აღარ იქნება

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში აღარ იქნება.
როგორც „რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი დღის წესრიგში ახლა აღარ დგას, რადგან მის მისაღებად საკმარისი ხმები ვერ გროვდება.
„ეს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, ვინაიდან აზრი არ აქვს. თუ ვინმეს უნდა, რომ დრო გავფლანგოთ, მაშინ კი, ბატონო, მაგრამ არ აინტერესებთ და რაც იქნება, ის იქნება. ყველამ თავის თავს დააბრალოს, რაც მოხდება. ვიღაცა აიღებს 20%-ს და 80%-იანი უპირატესობით გავა, თუ ვინმეს რაიმე არ მოეწონება, ჩვენ შევახსენებთ, რომ ვთავაზობდით „გერმანულ მოდელს”, მაგრამ არ მოუნდათ. ზოგს შიდა პრობლემა აქვს, ზოგი ბოიკოტს აცხადებს და ამიტომ. ჩვენ ამ საკითხს ახლა აღარ დავაყენებთ, იმიტომ, რომ ”ნაციონალები” მაინც არ დადიან პარლამენტში და საკმარისი ხმები არ არის“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები