გედევან ფოფხაძე: „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, გედევან ფოფხაძის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ სხვა პოლიტიკური სუბიექტის პროგრამებსა და განცხადებებზე არ უნდა გააკეთოს აქცენტი. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ დღეს თამაზ მეჭიაურის მიერ დაარსებული პარტიის პრეზენტაციის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, პოზიციები. თუ ყველა სუბიექტს დავუწყებთ ახსნასმ რაში ვეთანხმებით და რაში არ ვეთანხმებით, არ იქნება სწორი. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, თავისი სეგმენტი. ყველა სუბიექტი აკეთებს გათვლას კონკრეტულ სეგმენტზე. არ მგონია, რომ რაიმე ფორმით ეს ჩვენი მსჯელობის, ან დარდის საგანი უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“ თავისი პოზიციები აქვს გასამყარებელი და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები