მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, 7-10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები და სხვა საკითხები.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა სრული ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე.
შეხვედრა საქართველოს საგარეო უწყებაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები