ლალი მოროშკინა: ვფიქრობ, არჩევნებზე მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ

ვფიქრობ, რომ არჩევნებზე მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ და ძლიერი ოპოზიცია ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლალი მოროშკინამ განაცხადა.
როგორც მოროშკინამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიაში, სავარაუდოდ, სამართლის მიმართულებით იმუშავებს თემებზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვას, ქალების ჩართულობას, ციხეების პრობლემას და ყველა იმ მიმართულებას, რაზეც აქამდე მუშაობდა. მორშკინამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
„ძალიან მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, რომ პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან არასოდეს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საქართველომ 9 ოქტომბერს გაიღვიძოს და ომის სუნი ეცეს. არ მინდა ქვეყანაში კვლავ ბარიკადები დავინახო. ვხედავ, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ საქართველო მაედანს დაემსგავსოს. მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის არევა უნდათ როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ”ქართული ოცნება” იმ ხმებს ვერ აიღებს და უნდათ პროვოკაციები მოაწყონ. ჩვენ შემოვდივართ ძალიან დიდი, ძლიერი გუნდით და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ და ძლიერი ოპოზიცია ვიქნებით“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ამასთან, მოროშკინა აცხადებს, რომ მოსკოვში მისი ბოლო ვიზიტი, სადაც საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა, პარტიას არ უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები