„ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები იხარჯებოდეს რაიმე პროექტის ადმინისტრირებაზე“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მოხელის სახელფასო დანამატები კანონით რეგულირდება.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში სახელფასო ხარჯების ზრდა გამოიწვია იმან, რომ შარშანდელი მაისიდან, სამინისტროს ორი ახალი სამსახური დაემატა და ამ სამსახურებში 30-მდე ახალი თანამშრომელი დასაქმდა.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრმა განმარტა, რომ პროექტების ადმინისტრირებაზე სამინისტროს ბიუჯეტიდან 1%-ზე ნაკლები იხარჯება, რაც, მისივე შეფასებით, არის უპრეცედენტოდ დაბალი ადმინისტრაციული ხარჯები.
“ეს ხარჯები არის გამჭირვალე, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ პროექტების ადმინისტრირებაში იხარჯება 1%-ზე ნაკლები. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები იხარჯებოდეს რაიმე პროექტის ადმინისტრირებაზე”,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, თითქმის ყველა სამინისტროში, სახელფასო დანამატების ფონდი გაზრდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები