საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებული საჰაერო ძალების აღდგენას აპირებს

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებული საჰაერო ძალების აღდგენას აპირებს. აღნიშნულის შესახებ, „კვირის პალიტრა“ იუწყება.
ცნობილია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილის გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა საქართველოს შეიარაღებული ძალების საზღვაო და საჰაერო კომპონენტები, როგორც ჯარების სახეობები.
„მათი ძირითადი მოტივი ის იყო, რომ აგვისტოს ომის დროს ვერც მეზღვაურებმა და ვერც მფრინავებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, თუკი ამ არგუმენტებით ვისარგებლებთ, მაშინ, აგვისტოს ომის შემდეგ, პირველ რიგში, სწორედ იმდროინდელი ხელიუფალნი უნდა გადამდგარიყვნენ, ხოლო ზოგიერთ მაღალჩინოსანს პასუხიც უნდა ეგო მეზღვაურებისა და მფრინავებისთვის არასწორი საბრძოლო დავალების მიცემის, ან მიუცემლობის გამო. მას შემდეგ ავიატორები სახმელეთო ჯარების სარდლობას ექვემდებარებოდნენ, რაც დადებითად არ ასახულა ქართული საბრძოლო ავიაციის გაძლიერებაზე, პირიქით, მისი ერთგვარი დეგრადირებაც დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეითების მეთაურები ძალზე შორს არიან ცაში მფრენთა პრობლემების აღსაქმელად და მითუმეტს, გადასაწყვეტად. შესაბამისად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ისედაც მცირე ქართული საბრძოლო ავიაცია ბრძოლისუუნარო გახდა – გამოცდილი პილოტების ნაწილმა უცხო ეგზოტიკურ ქვეყნებს მიაშურა. საჰაერო ძალების სარდლობის აღდგენას, სწორი ორგანიზება და შესაბამისი კადრების შერჩევა ესაჭიროება, მაგრამ უმთავრესი მაინც სხვა რამ არის – ფული, რის გარეშეც ვერც ცას დავიცავთ ღირსეულად და ვერც მტკივნეულ საჰაერო დარტყმებს მივაყენებთ მიწაზე შემოჭრილ მოწინააღმდეგეს“, – წერს „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები