ეკა ბესელია: თუ მოძალადე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში 100 ათასი, ან მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების პრობლემაა

„თუ მოძალადე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში 100 ათასი, ან მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების პრობლემაა! – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბესელია კიდევ ერთხელ აფასებს მისივე კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას, სადაც გადმოცემული იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ის უსასტიკესი მეთოდები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.
„საერთო ჯამში, 81 ყოფილი თანამდებობის პირი 200-ზე მეტ დანაშაულებრივ ეპიზოდზე სასამართლომ უკვე გაასამართლა, რაც მცირე მასშტაბი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ჩვენმა პარლამენტმა დადგენილება მიიღო და აღიარა, რომ სააკაშვილის რეჟიმს, მინიმუმ, 215 პოლიტიკური მძევალი და ათიათასობით უკანონო პატიმარი ჰყავდა! ყოველივე ამის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს – მისცემს თუ არა ხმას უსასტიკესი რეჟიმის შემქნელებს?! თუ მოძალადე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში 100 ათასი, ან მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების პრობლემაა! 2016 წლის ოქტომბერში გამოჩნდება, ქართველ ხალხს სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები დაავიწყდა და ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს თუ საბოლოოდ დაასრულებს მათ ბოგინს?!“ – აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები