ზაზა სიამაშვილი გიგა ბოკერიას დედას მიმართავს – თქვენ გარეწარი შვილი გყავთ, რძალი – უფრო უარესი

თქვენ გარეწარი შვილი გყავთ, რძალი – უფრო უარესი და თქვენი, როგორც დედის წილი სისხლზე გაწვრთნილი და დაგეშილი ჯალათის აღზრდაში მაეჭვებს, – ამ სიტყვებით ცნობილი მოჭადრაკის და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დედას, ნანა ალექსანდრიას „ჯიპას“ პროფესორი ზაზა სიამაშვილი მიმართავს.
როგორც სიამაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ყველა ბავშვს თანაუგრძნობს, ვინც ჭადრაკის სასწავლებლად ნანა ალექსანდრიასთან დადიოდა. ამასთანავე, პროფესორი ნანა ალექსანდრიას გაზეთის ფურცლებიდან შეკითხვებ უსვამს.
„გიგა ბოკერია თუ ნამდვილად თქვენ აღზარდეთ, მაშინ ყველა იმ ბავშვს თანავუგრძნობ, ვინც თქვენთან ჭადრაკის სასწავლებლად დადის. მაინტერესებს, რას ფიქრობთ, როცა ღამით დასაძინებლად წვებით? არ დაფიქრებულხართ, ვინ კი არა, რა გაზარდეთ? ან რად გაზარდეთ? თქვენ ხომ უკვე იცით, რომ ასეთი შვილის დედობას უშვილობა სჯობს? განათლება მიეცით? ისევ და ისევ ხომ არ ჯობდა, გაუნათლებელი დარჩენილიყო? გიყურებდით, როგორი აღშფოთებული და შეწუხებული მიქანდით, როცა შვილი გაგილახეს – როგორ აკადრეს ან ეს რა გაუბედეს? მე კი ის მაოცებს, თქვენ და თქვენნაირები ამ ქალაქში უსაფრთხოდ რომ დადიხართ! ფრთხილად იყავით, ნამდვილად არ ხართ დაცული, რადგანაც თქვენმა ძლოკვმა, დიახ, ძლოკვმა, ხალხს გულსა და გონებაში ამდენი შხამი და ბოროტება დაუგროვა! თქვენი შვილისგან გამწარებული ძალიან ბევრი დედა, მამა, შვილი, და, ძმაა… არ გიფიქრიათ, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი შხამი უდიდესი „ფუფუნებაა“? გულწრფელად გეუბნებით: თქვენს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვინატრებიდი, ამიტომ დროზე გაეცალეთ სასახლეს და მერე საქართველოს“, – აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის – „ჯიპას“ პროფესორი ზაზა სიამაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები