საქართველოში ლეიშმანიოზით 40 წლამდე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ლეიშმანიოზის დაავადებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ გამოცემას პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში დაუდასტურეს.
როგორც ინსტიტუტის დირექტორმა ირმა კოკაიამ განაცხადა, პაციენტს დიაგნოზი გვიან დაუდგინდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ქუთაისელი იყო.
მისივე თქმით, ლეიშმანიოზის დიაგნოზით პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ბავშვიც არის მოთავსებული.
ზაფხული ლეიშმანიოზის ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის შემცველი პერიოდია. სწორედ ამიტომ „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამდენად მაღალია ლეიშმანიოზით დაინფიცირებულთა სტატისტიკა და ლეტალობის მაჩვენებელი საქართველოში წელს.
პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ირმა კოკაიას მტკიცებით, ლეიშმანიოზის შემთხვევების 2016 წლის სტატისტიკა, წინა წლებთან შედარებით, არც გაზრდილა და არც შემცირებულა. 2016 წლის იანვრიდან დღემდე დაავადების, საშუალოდ, 30-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 0-დან 18 წლამდე -22, ხოლო 18-დან ზემოთ – 9, რაც, ირმა კოკაიას თქმით, საგანგაშო მაჩვენებელი არ არის და დროული მიმართვიანობის შემთხვევაში განკურნებას ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ლეიშმანიოზის დაავადების გადამტანი კოღოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები