მაია ნიკოლეიშვილი სამართალდამცავებს მიმართავს – „აგვისტოს ომის შემდეგ, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით პლასტმასის ლურჯი კასრები შეიტანეს“

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სამართალდამცავებს მიმართავს და გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის.
„მაქვს ინფორმაცია, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით (უშიშროების წარმომადგენლებს კონკრეტულ ადგილს დავუსახელებ) სატვირთო მანქანებით პლასტმასის ლურჯი კასრები შეიტანეს ტყეში და იქვე დამარხეს. სავარაუდოდ, სამეგრელოში აღმოჩენილი მსგავსი ფაილებია თუ იარაღი, ვერ გეტყვით! მაგრამ ვიცი, რომ იქიდან არავის ამოუღია და, წესით და ლოგიკით, ისევ ადგილზეა! ისეთ დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ სატვირთო მანქანებს კონტეინერები ტყის სიღმეში რამდენიმე დღის მანძილზე შეჰქონდათ. ადგილზე მიწა ამოღებული იყო და იქვე მარხავდნენ. წლების შემდეგ, სამეგრელოში ლურჯი კასრები რომ ვნახე, ბუნებრივია, პარალელი გავავლე და ვიფიქრე, რომ ტყეშიც მსგავსი რამეა დამარხული. მაგრამ ახლახან მოვისმინე, რომ დიდძალი იარაღი, რომელიც ომში არ გამოუყენებიათ, საცავებში დასაწყობდა. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ამ ადგილს „ნაციონალების“ დროს სპეციალურად იცავდნენ, ასე რომ, ყველაფერი ემთხვევა“, – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები