ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს

ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემას გარდაცვლილი ნონა რომანაძის დეიდაშვილმა ხათუნა თხილაშვილმა განუცხადა, გამოძიება ამ დრომდე ვერანაირ კვალზე ვერ გავიდა. მისივე თქმით, ოჯახს ეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერია.
„ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება არ მუშაობს. საქმე ამ ეტაპზე 6 ტომისგან შედგება და კიდევ აგრძელებენ მუშაობას. არაერთ ადამიანს, მათ შორის ჩვენს ნათესავებს, აუღეს დნმ, თუმცა არცერთის არ დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან აღებულ ნიმუშებს. გამოძიებასთან პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ უკვე არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მინდა საქმეში ჩავრთო დამოუკიდებელი ექსპერტი. ცოტა ხანს კიდევ დავიცდით და მერე უკვე მივმართავთ კერძო ექსპერტს“, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები