გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება – შეუერთდება თუ არა იგი ალასანიას პარტიას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მარგველაშვილმა თავისი გეგმების შესახებ ამერიკაში ბოლო ვიზიტისას დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. გამოცემის ვარაუდით, პრეზიდენტი თავის კანდიდატურას თავად ვერ წარადგენს. იგი რომელიმე პარტიამ უნდა წარადგინოს.
„ვინ იქნება 2018 წლისთვის პრეზიდენტისთვის ყველაზე საინტერესო პარტნიორი, ამის შესახებ ჯერ ექსპერტები ვერაფერს ამბობენ. ამჯერად ის თითქოს სიმპათიებს უფრო ირაკლი ალასანიასადმი ამჯღავნებს. თუმცა, პოლიტიკა, თანაც ქართული, იმდენად ცვალებადია, რომ პროგნოზების გაკეთება არ ღირს“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები