„როგორც კანონმორჩილი ორგანიზაცია, ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ “

 ყოფილი მერი გიგი უგულავა უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება. უგულავა სამართალდამცველებისგან ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. „როგორც კანონმორჩილი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ პასუხისმგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველა უწყებისგან ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ. თუ ეს გამოძიება უსწრაფესად არ დასრულდება, დამნაშავეები არ გამოვლინდებიან და კანონის შესაბამისად არ დაისჯებიან, ამ თავდასხმაზე არამარტო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არამედ რეალურ პასუხისმგებლობას, როგორც დავალების მიმცემები, პირადად ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი აიღებენ “, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები