„პროკურორის მოვალეობაა, გამოძიება მთავარ პროკურატურას დაუქვემდებაროს“

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პროკურატურას ნუგზარ წიკლაურის თავდასხმის საქმის გამოძიებაზე აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, საქმე აღძრულია სასაცილო მუხლით, ცემის მუხლით.

“ახლა ნუგზარ წიკლაურის სახლში დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ მოგვეცა დასწრების შესაძლებლობა. წინასწარი გასაუბრება გვქონდა პროკურორებთან, რის შემდეგაც გამოჩნდა, რომ პროკურატურას აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. საქმეს იძიებს დიდუბის პროკურატურა, მაშინ როდესაც პარლამენტის წევრზე თავდასხმას ეხება საქმე. მთავარი პროკურორის მოვალეობაა, რომ გამოძიება მთავარ პროკურატურას დაუქვემდებაროს. საქმე აღძრულია სასაცილო მუხლით, ცემის მუხლით, მაშინ როდესაც აშკარაა და ამას მეზობლები და დამსწრეების ჩვენებაც ადასტურებს, რომ ხდებოდა გატაცება, ელექტროშოკები იყო გამოყენებული მის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები