„წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება ხელისუფლების ინტერესებშია“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების ინტერესებშია ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის სწრაფად გამოძიება. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დადგინდნენ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგინდნენ პასუხისმგებელი პირები. ნებისმიერი ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა არის სახელმწიფოს უსწრაფესი რეაგირების საგანი, მაგრამ როდესაც საქმე დეპუტატს ეხება, საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო მაღალია. ხელისუფლების ინტერესებშია, უსწრაფესად იყოს გამოძიებული ეს საქმე და დადგინდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამაში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.