„ბინა, რომელშიც ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა ნაქირავები“

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნათელა მოდებაძე საბურთალოს ქუჩის #53 ნომერში მდებარე ბინის მეპატრონეს ეკა კიკიანს სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ნათელა მოდებაძემ „ასავალ დასავალთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ეკა კიკიანი ტყუის, რადგან მისი ბინა არა ჟვანიას დაცვის წევრს მიშა ძაძამიას, არამედ ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა დაქირავებული. „ეკა კიკიანი ტყუის. მისი ბინა იქირავა არა ჟვანიას მცველმა ძაძამიამ, არამედ ვასილ მაღლაფერიძემ. ეგ ბინა ჩემს მეგობარს ლენა სარიას უნდა ექირავა, რომელიც კიკიანის მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს. 150 დოლარად ქირაობდა, უკვე ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა გადასასვლელად, როცა კიკიანის დედამ ბოლო მომენტში უთხრა, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ვასიკო მაღლაფერიძე ორმაგ ფასს გვიხდის და იმას უნდა მივაქირავოთო. კიკიანის ბინა ვასიკო მაღლაფერიძემ 2004 წლის ნოემბერში იქირავა და მას შემდეგ ორჯერ ჩემი თვალით დავინახე იმ სახლის ეზოში“,- განაცხადა ნათელა მოდებაძემ.

მისი თქმით, მაღლაფერიძის ფერდაკარგული და შეშინებული სახე ჟვანიას სიკვდილის შემდეგ გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს. მოდებაძე პრემიერის გარდაცვალების შემდეგ მაღლაფერიძის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტსაც იხსენებს. მისი თქმით, აქედან ჩანს, რომ ჟვანიას საქმეში მას რაღაც დამსახურება დაუფასეს და დივიდენდი მიიღო.

„ჟვანიას სიკვდილიდან ცოტა ხანში მაღლაფერიძე გუბერნატორად რომ დანიშნეს, მაშინვე ვთქვი, დივიდენდი მიიღო, როგორც ჩანს, ჟვანიას საქმეში რაღაც დამსახურება დაუფასეს-მეთქი და ახლაც ასე ვფიქრობ. ანდა ის შემთხვევითი იყო, რომ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ მისი დაცვის უფროსი ხარშილაძე გამგებლად რომ დანიშნეს და დიდი ბიზნესიც მისცეს?“- განაცხადა ნათელა მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები