ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია დაწესდა

  რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომელსაც მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე გაუძღვება. საიუბილეო საღამოს ორგანიზატორი თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია და თბილისის მერიაა. როგორც “კვირას“ თავად მსახიობმა განუცხადა, საღამოზე ის სხვა მსახიობებთან ერთად ზვიად გამსახურდიას იგავ-არაკებსა და “ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტს წაიკითხავს. “საღამოზე ნაჩვენები იქნება კადრები არქივიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. მოეწყობა ვიდეოჩვენება, სადაც ზვიად გამსახურდია თავისივე ლექსს “ვეფხისტყაოსნის სიმფონიას“ კითხულობს. პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი შოპენის იმ ნაწარმოებს შეასრულებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებით უყვარდა და თავადაც ასრულებდა“,- აღნიშნა ზურაბ ცინცქილაძემ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია დაწესდება, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა ლიტერატურის, მეცნიერებისა და პუბლიცისტიკის სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. დღეს პრემია სამ ლაურეატს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები