შსს-ს თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს

   შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშომლებმა სისხლი ჩააბარეს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციის – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”- ფარგლებში მონაწილეობდნენ. სამინისტროს ცნობით, შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის თანამშრომლები უკვე მეორე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სისხლის გაღების აქციებს ყოველ კვირას ატარებენ. აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები