„რატომ გაათავისუფლა სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძის „მკვლელი“ ორ კვირაში“

„რატომ გაათავისუფლა სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძის „მკვლელი“ ორ კვირაში“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა, წერს, სოსლან ფუხაევმა საქართველოში პატიმრობაში ზუსტად ორი კვირა დაჰყო. საქართველოს ხელისუფლებასა და რუსულ საოკუპაციო მხარეს შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის საფუძველზეც საქართველოში მყოფ 5 ოს პატიმარზე უნდა გარდაცვლილიყო იმხანად ოსების მიერ დაპატიმრებული ტირძნისელი ბავშვები.
მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ბავშვები სწორედ ამ მიზნით იყვნებნ აყვანილები, რათა დაპატიმრებულ ოსებში გადაეცვალათ.
ფუხაევის გარდა, მოლაპარაკება მიდიოდა კიდევ 5 პატიმარზე. ესენი იყვნენ იბრაგიმ ლალიევი, ლავრენტი კაზიევი, ველ ტეხოვი, იაკობ ტეხოვი ვლადიმერ ელოევი.
ჩამოთვლილები ქართველ სამართალდამცველებს იარაღის უკანონო ტარებისთვის და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის ჰყავდათ დაპატიმრებული.
ერთი სიტყვით, მოლაპარაკება შედგა. 2009 წლის 4 აგვისტოს გორის სასამართლოში საქართველოს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ჯერ სოსლან ფუხაევი გაუშვეს, მაგრამ ოსურმა მხარემ პირობა არ შეასრულა და სქართველოს არ გადმოსცა დაკავებული ბავშვები, რის გამოც დანარჩენი კრიმინალები გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ისინი მხოლოდ მაშინ გაათავისუფლა, როდესაც საქმეში ტომას ჰამერბერგი ჩაერია და დაკავებულები ცხინვალში ჩაიყვანა.
მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს ტირძნისელი ტყვეებიც.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოსლან ფუხაევი 2009 წლის 22 აგვისტოს დაკავებული იყო 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმავე წლის 4 აგვისტოს კი გორის სასამართლოდან გათავისუფლდა 5-წლიანი პირობითი მსჯავრით. გათავისუფლების შემდეგ ფუხაევი ერთხელაც არ გამოცხადებულა პრობაციაში, ამის მიუხედავად კი მასზე ძებნა არავის გამოუცხადებია, ვინაიდან განაჩენში მითითებულ მისამართში ოკუპირებული ტერიტორია იყო აღნიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები