ზაზა პაპუაშვილი: სააკაშვილისთვის ადგილი გვაქვს შენახული, „პარაშასთან“ ახლოს!

„ნაციონალების“ სახით პარლამენტში დამნაშავეები სხედან, რაც დიდი პარადოქსია“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
დეპუტატი ამავე ინტერვიუში საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქვეყნისთვის სწორი არჩევანი გააკეთონ და არასოდეს დაავიწყდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა.
ზაზა პაპუაშვილი გამოცემასთან „ქართული ოცნების“ შეცდომებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცდომებს თავადაც ხედავს.
„ნაციონალების“ სახით პარლამენტში დამნაშავეები სხედან, რაც დიდი პარადოქსია, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენც მკვლელები ხომ არ გავხდებით?! ქართველ ხალხს ვეუბნები – პარლამენტისა და მთავრობისკენ ნუ იშვერთ ხელს! ოქტომბერში არჩევნები იქნება და თვითონ გაიყვანეთ „ნაციონალები“ პოლიტიკიდან! დიახ, მე ნუ მეუბნებით, რომ პარლამენტში „ნაციონალს“ კეტი დავარტყი თავში! კეთილი ინებეთ და ისეთი არჩევანი გააკეთეთ, რომ ეს ნაძირლები და თავხედები პარლამენტში აღარ მოხვდნენ!
ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს უკრიტიკოდ ვუყურებ და თვითკმაყოფილებაში ვარ ჩავარდნილი! არა, ჩემო ბატონო, შეცდომებსაც ვხედავ და კრიტიკული დამოკიდებულებაც მაქვს. აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხომ არა ვარ, რომ ვიძახო, შეცდომები არ დაგვიშვია და ყველაფერი კარგად არის- მეთქი?! თუმცა, ისიც ყველას უნდა ესმოდეს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე უმძიმესი 4 წელი გამოვიარეთ!
ქვეყანაში დღესაც ომია გაჩაღებული! არავის ეგონოს, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა 4 წლის წინათ დამთავრდა! არა, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი! სააკაშვილი სად დამბრუნებელია?! თუ ბიჭია, აბა, ერთი ახლოს მოიწიოს! დიახ, ჩამოვიდეს და მისთვის ადგილი გვაქვს შენახული, ოღონდ არა ფანჯარასთან, არამედ „პარაშასთან“ ახლოს!“ – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები