„მეუფე პეტრე შეკრული იყო “ნაციონალების“ ძალოვან სტრუქტურებთან, აღსარებები ახალაიებს გადაეცემოდათ“

ჭყონდიდის ეპისკოპოსს,მეუფე პეტრეს ძალადობაში ამხელენ, – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში ჭყონდიდის მიტროპოლიტზე ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.
გამოცემასთან ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც ტაძარში ცხოვრობდა, ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილობრივების თქმით, მეუფე პეტრე იფარებდა არსებული ხელისუფლებისგან ძებნილ და ბრალდებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მეგის ქარდავას.
“მეუფე პეტრე არის ჩასაფრებული “ნაციონალი“, როლანდ ახალაიას რეგიონის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო “წმინდა გიორგის“ ოქროს ორდენი გადასცა პატრიარქმა. ამ ფაქტმა სამეგრელო შოკში ჩააგდო. ცნობილი ფაქტია, რომ მეუფე პეტრეს კედელზე ხატების გვერდით სააკაშვილის სურათი ეკიდა, ამის ფოტომასალაც არსებობს. ახალაიებმა მეუფისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში დგას ეტლი, რომელშიც 60 ათასი ევრო გადაიხადეს“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემასთან.
“ალიასთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი ადგილობრივი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მეუფე პეტრე შეკრული იყო “ნაციონალურ“ მოძრაობის“ ძალოვან სტრუქტურებთან და გავლენიანი ადამიანების აღსარება პირდაპირ გადაეცემოდათ ახალაიებს.
“მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრე შეკრული იყო “ნაციონალურ“ მოძრაობის“ ძალოვან სტრუქტურებთან და გავლენიანი ადამიანების აღსარება პირდაპირ გადაეცემოდათ ახალაიებს. ეს ფაქტი რომ გაბუქებულად არ ჩათვალოთ, ერთ-ერთ ცნობილ გავლენიან ბიზნესმენს დავუკავშირდით და თუ საჭირო გახდება, ის ადამიანი ღიად იტყვის, რასაც ახლა წაიკითხავთ“,- წერს გაზეთი “ალია“ და აღნიშნული პიროვნების მონათხრობს აქვეყნებს:
“მეუფე პეტრესთან მივედი, შესანიშნავი შესახედაობის კაცია, ამავე დროს, კომუნიკაბელურიც. გადავწყვიტე, ჩემი გაჭირვების შესახებ მომეყოლა, რა უბედურებაც ჩემ თავს ტრიალებდა, ავდექი, გვარებითა და სახელებით მოვუყეევი, ვინ მებრძოდა, ვინ ახდენდა ჩემზე ზეწოლას, ვინ მართმევდა ქონებას, მან ჩაიცინა და არაფერი უთქვამს. მერე შევიტყვე, რომ ახალაიების სულიერი მოძღვარი და უახლოესი მეგობარი ყოფილა, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთან მიჰქონდა, თავში ხელი შემოვირტყი, მაგრამ უკვე გვიანი იყო“,-აცხადებს რესპონდენტი.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,
მარტვილში მამათა მონასტერი 12 -მა ბერმა და მღვდელმა დატოვა.
“მარტვილში მამათა მონასტერი 12 -მა ბერმა და მღვდელმა დატოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მათ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა ავალებდა, ხალხს პირდაპირ უქადაგეთ, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაუჭირონ მხარიო. ვიდრე ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდებოდა, მეუფისთვის პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას საბოლოოდ ნიღაბი ჩამოეხსნა, სასულიერო პირებმა სალხინოს მამათა მონასტერი პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხვათა შორის, იმ 12 სასულიერო პირიდან, რომლებიც ეპარქიიდან წავიდნენ, ერთ-ერთი მარტვილელი მოძღვარი, მამა გოჩა ცაავა იყო. მათი წასვლა უკავშირდება მეუფე პეტრეს მიერ სააკაშვილის ზონდერების გამოძახებისა და ურჩი სასულიერო პირების ძალით დამორჩილების შესაძლო მოლოდინს, რადგან ცნობილია ერთმა მაღალმა იერარქმა, იმისთვის,რომ განდგომილი ხელქვეითები დაემორჩილებინა, დახმარებისთვის სპეცრაზმს მიმართა და სპეცრაზმმაც უყოყმანოდ აღასრულა უბინძურესი მისია -მღვდლები და ბერები სასტიკად სცემეს. განდგომილი და მთაში გადახვეწილი ბერების ნაწილი პატრიარქთან აპირებდა შეხვედრას, მაგრამ ჩემთვის უცნობია, მოხერხდა თუ არა ეს შეხვედრა. ჭყონდიდის ეპარქია იცლება, ამას ბევრი წყარო ადასტურებს“, – წერს გაზეთი “ალია“
“ალია“ ადგოლობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მეუფე პეტრე ხშირად მიემგზავრება კიევში, ასევე თურქეთში, სადაც ნახულობს თავის სულიერ შვილს, მიხეილ სააკაშვილს.
გამოცემის ინფორმაციითვე, 2013 წელს მეუფე პეტრე თურქეთში დათა ახალაიას ესტუმრა.
“ბუნებრივია, დაინტერესდებით, რას ფიქრობს მეუფე პეტრე არსებულ ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე. ხმები დადის,რომ მეუფე პეტრე ხალხს ეუბნება, “ქართულ ოცნებას“ ძალიან ცოტა დრო დარჩა ხელისუფლებაში,მალე “ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებაო“,- წერს “ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები