სანდრო თვალჭრელიძე: ივანიშვილს მოუწევს აქტიურად ჩართვა წინასაარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში

პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ წერილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. მისი ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ოთხწლიანი მმართველობის ავკარგიანად შეფასება გადაწყვიტა და მის წერილში ყურადღება იქნება გამახვილებული იმაზე, რა გეკეთდა და რა – ვერა.
„ჩემი აზრით ბევრი, ბევრი რამ გაკეთდა, შესაძლოა, ეს არასაკმარისია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბევრ სფეროში. თუმცა, „ქართული ოცნების“ პრობლემად რჩება ის, რომ ვერ ახერხებს ამ გაკეთებული საქმის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. ეს ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა, რაზეც კარგი იქნება, ივანიშვილმაც გაამახვილოს ყურადღება“, – აცხადებს ექსპერტი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება იმის შესაძლებლობას, რომ ამ წერილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, სანდრო თვალჭრელიძის აზრით, მას მოუწევს აქტიურად ჩართვა წინასაარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაზეც შესაძლოა, წერილშიც არის ლაპარაკი.
„ჩემი აზრით, ივანიშვილს მოუწევს აქტიურად ჩართვა წინასაარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაზეც შესაძლოა, წერილშიც არის ლაპარაკი. მას ჰქონდა საშუალება, განვლილი ოთხი წელი მაქსიმალურად სწორად გაეანალიზებინა და დასკვნებიც გამოეტანა. თავის დროზე, ბატონმა ბიძინამ სწორედ წერილით გაუზიარა თავისი მოსაზრებები და პოლიტიკური მიზნები ქვეყნის ხელისუფლებას. ვფიქრობ, ეს წერილიც მნიშვნელოვანი გამოდგება და პოლიტიკურ პროცესებში ბევრ რამეს შეცვლის“, – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები