ზვიად ზვიადაური: ნაციონალურმა სექტამ კარგი მოზრდილი სამარე გაითხაროს და შიგ ჩაწვეს

„მეტი არაა ჩემი მტერი, სააკაშვილი ან სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში მობრუნდეს!“ – ასეთ პროგნოზს ვარაუდობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ზვიადაური 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
როგორც ზვიადაური გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერი „სიცოცოცხლის ბოლომდე დასამარდნენ“.
„მეტი არაა ჩემი მტერი, სააკაშვილი ან სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში მობრუნდეს!“
სააკაშვილი და მთელი მაგისი ნაციონალური სექტა ცხოვრების ბოლომდე დასამარდნენ! ახლა ბოლო ნაბიჯიღა დარჩათ გადასადგმელი – კარგი მოზრდილი სამარე გაითხარონ და შიგ ჩაწვნენ. ადამიანებს, რომლებიც ამ პირსისხლიან „ნაცმოძრაობას“ მოეფერებიან და გაამართლებენ, ადამიანებად არ მიმაჩნია! – ეს ჩემი ზოგადი აზრია“, – აცხადებს ზვიად ზვიადაური გამოცემასთან.
ამასთანავე, ამავე ინტერვიუში პარლამენტის წევრი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნება ყოველთვის.
„ზვიად ზვიადაური „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის იქნება! ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვიქნები თუ არა ხელისუფლებაში… სახლშიც რომ ვიჯდე, მაინც „ქართულ ოცნებაში“ ვიქნები! ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს თავისუფლება მისცა და ამიტომაც მუდამ ვიქნები „ქართული ოცნების“ მადლობელი და მხარდამჭერი!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები