"ნაციონალური მოძრაობა" წიკლაურის ცემის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მოუწოდებს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ეს ფაქტი და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს გამოძიება და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების მცდელობა იყოს შესაბამისად გამოძიებული და ყველა დამნაშავე დასჯილი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები