პრეზიდენტი ჟურნალისტის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„შეძრწუნებული ვარ, ხანდას ხეობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჟურნალისტ ზვიად თხელიძის დაღუპვის გამო. უმძიმეს წუთებში ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები