თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება: მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს კანონი

მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს კანონი, – ასე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პარტნიორების შემოთავაზება საქართველოს კონსტიტუციის ჭრილში უნდა იყოს განხილული.
“ვაანალიზებთ იმას, თუ რა შეიძლება იქნეს ვენეციის კომისიის დასკვნიდან მისაღები იმდენად, რომ ამან არ დაარღვიოს თვითონ ქართული კანონი. გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ფუძემდებლური ტექსტი და ჩვენი პარტნიორების ყველა შემოთავაზება სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს. მე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო ამ სამყაროში. მათ შორის ისიც, რომ მოსამართლეები, რომლებიც 10 წლით არიან დანიშნულნი თუ შერჩეულნი, კონსტიტუციის თანახმად, 10 წელი იმსახურონ. მივცეთ საშუალება, თვითონ აირჩიონ საკუთარი თავმჯდომარე პირველი ოქტომბრიდან, იყვნენ ძლიერები და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ამ სასამართლოში ყველა კოლეგია არის თანასწორი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები