პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
”მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს. ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ხადას ხეობაში, მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მას მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მდინარემ კი მისი ამოღების მცდელობისას გაიტაცა. მისი ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები