ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, შსს-მ ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ანტინარკოტიკულ საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე „არა – ბიონარკოტიკს“. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.

კონკუსრსის პირობებისა და ე.წ ბიონარკოტიკის მავნებლობის შესახებ დღეს შს სამინისტროში კონკურსის ჟიურის წევრებმა ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუქი“-ს გვერდზე 1 თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.

ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომლის წევრები არიან: ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, მწერალი რატი ამაღლობელი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ექსპერტ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე. კონკუსრსის პირობებისა და ე.წ ბიონარკოტიკის მავნებლობის შესახებ დღეს შს სამინისტროში კონკურსის ჟიურის წევრებმა ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. ბიოს მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები