ირაკლი სესიაშვილი: პაატა ბურჭულაძის გულწრფელობის არ მჯერა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს პაატა ბურჭულაძის განცხადებების არ სჯერა.
ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყრილობისა და იქ გაჟღებეული მესიჯების შეფასებისას განაცხადა.
„ამ პარტიაში არაერთი საპატივსაცემო ადამიანია, მაგრამ არ მჯერა მათი გუწრფელობის და დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ პარტიასა და წინა ხელსიუფლების წარმომადგენლებთან კავშირი არ არსებობს. ყრილობის გამართვამდე პაატა ბურჭულაძის განცხადებას გავეცანი, რომლის პათოსიც ბუნდოვანი და ორაზროვანი იყო. მე ამ განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი წავიკითხე, რომელიც ქვეყანაში უიმედობისა და მიღწეული შედგების არ აღიარებას ითვალსიწინებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი, პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია გაუჩნდება, მისი რეალიზების საშუალებაც აქვს, მაგრამ პაატა ბურჭულაძის პარტიაში ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც წლების წინ „ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში“ არ გამოჩენილან.
„მისასალმებელია, როცა ისეთ საქართველოში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც პოლიტიკაში ყოფნის, ან სხვა ამბიცია, აქვს, მას ამის რეალიზების საშუალებაც აქვს. ქვეყანაში არავის აქვს განცდა, რომ ამისთვის შეიძლება დაიჭირონ, ოჯახი დაუწიოკონ და ბიზნესი გაუნადგურონ. როცა იდგა პერიოდი, რომ ქვეყანას მართლა სჭირდებოდა გადარჩენა, არ მახსოვს, რომ ახლა გამოჩენილი სახეებიდან, ბევრი მათგანი მაშინ იქ ყოფილიყო“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობა დღეს ახალი სპორტის სასახლეში გაიმართა და მას 3600-მდე ადამიანი ესწრებოდა. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ პაატა ბურჭულაძე აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები