ნინო ნადირაძე მოძრაობა პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი გახდა

კარდეოლოგი ნინო ნადირაძე მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი გახდა.
როგორც ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის ყრილობის დაწყებამდე განუცხადა, პაატა ბურჭულაძე იმის გამო აირჩია, რომ მას დიდ პატივს სცემს.
„ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს განვითარებაში ჩავერთო. იმდენი გამოცდილება დავაგროვე ცხოვრებისეული, პროფესიული, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ეს გამოცდილება მოსახლეობას გავუზირო“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები