„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი თავად მიიღებს

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და ძალიან ყურადღებით განიხილავს.
ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 23 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განუცხადა.
ირინა იმერლიშვილის განმარტებით, კანონზე ვეტოს დადების საკითხზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი თავად მიიღებს.
”ჩვენ პირველივე დღიდან ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დავალებით. პირველი მოსმენიდან მოყოლებული ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს, ამას დაემატა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მართლაც კრიტიკული შენიშვნები. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამას თავად პრეზიდენტი მიიღებს”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია წინასწარ დოკუმენტში განიხილავს, რამდენად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს და არის თუ არა ეს ცვლილებები ზიანის მომტანი საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებისთვის, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში.
კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ კომისია მიესალმება გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, გამოიწვევს პოზიტიურ შედეგებს.
კერძოდ, ეს ეხება მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი სისტემა უზრულვეყოფს რეალურ არჩევანს იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც შერჩევის პროცედურაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები