30 მაისს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ”კვირას” უშიშროების საბჭოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის;
2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები