მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს, თბილისში პირველ ყრილობას გამართავს

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს, თბილისში პირველ ყრილობას გამართავს.
მოძრაობის ინფორმაციით, ყრილობას დაესწრება 1 1000-მდე მხარდამჭერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც კენჭს უყრიან პარტიის ხელმძღვანელობას.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს სჭირდება გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, წარსული შეცდომების შეფასება, გამარჯვებებით, მიღწევებითა და დასავლეთისკენ აღებული გეზით სვლა.
„დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა შევუდგეთ მოქმედებას“, – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.
მისივე თქმით, მისი მთავარი ამოცანა ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენაა. პარტიის ინფორმაციით, მიმიდნარე წლის დასაწყისში, პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებს დაუდასტურა საკუთარი მისწრაფებები – საქართველოს პროდასავლური კურსის აღდგენა.
”ჩემი ხედვაა ერთიანი ქვეყანა, ერთიანი ერი და იდეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გახდება ერთიანობის სიმბოლო და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, რაც ასევე ცხადი გზავნილი იქნება დასავლეთისა და ყველა ქართველი პარტნიორისთვის”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები