თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისია მოიწონებს გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტი აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისია მოიწონებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში.
„არ ვიცი, ეს სიახლე რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს პრეზიდენტის აპარატს, მაგრამ კონსტიტუციურია, რომ პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და უზენაესი სასამართლო არ მონაწილეობდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში. ალბათ ასევე მოწონებული იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ 10 წელს უნდა მსახურობდნენ და არა 10 წელს და კიდევ ბევრ თვეს, როგორც აქამდე იყო პრაქტიკა, როცა თვითონვე იგრძელებდნენ უფლებამოსილების ვადას.
გადაწყვეტილების გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესებიც მოწონებული უნდა იყოს ალბათ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შენიშვნები შეიძლება კვორუმთან დაკავშირებით იყოს, მაგრამ ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან საუბარში, რომ მათ იციან, პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების ან არდადების მიზნისთვის სჭირდება.
„თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს სხვა მიზანი, ვიდრე საქართველოს მთავრობას – საკონსტიტუციო სასამართლო იყოს უფრო ძლიერი, სტაბილური ორგანიზაცია, მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები