მთავრობა პარლამენტს სთხოვს, საარჩევნო პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ პროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს

მთავრობა პარლამენტს სთხოვს, საარჩევნო პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ პროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს. კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
”სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა.
ცვლილებების თანახმად, ”სისხლის სამართლის კოდექსს” დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ. მუხლი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები