ნინო ჩარკვიანი პარტია „რეფორმატორებს“ ტოვებს

ნინო ჩარკვიანი პარტია „რეფორმატორებს“ ტოვებს. როგორც ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამომავლო გეგმების შესახებ რამდენიმე დღეში გაავრცელებს ინფორმაციას.
„მსურს, საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკური პარტია “რეფორმატორები”. სამომავლო გეგმებისა და ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ რამდენიმე დღეში დამატებით განცხადებას გავაკეთებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პარტია “რეფორმატორების” ფარგლებში ჩემთან თანამშრომლობდა, მადლობას ვუხდი ასევე პარტიის ხელმძღვანელს ირაკლი ღლონტს, რომელთან ერთადაც პარტია “რეფორმატორებში” ჩემი პოლიტიკური კარიერა დაიწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები