ნუკრი ქანთარია: არასდროს ყოფილა – ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მომხრეა, რომ კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაზუსტდეს და ჩაიწეროს, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.
ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ არსად და არცერთ სფეროში ერთი და იმავე სქესის მიმართ ლტოლვას არ ჰქონდა თანაგრძნობა და აღნიშნულის მაგალითად ლიტერატურული და კინემატორგრაფიის ტენდენციები მოიყვანა.
”ლიტერატურაშიც ეს ტენდენცია არასდროს წამოწეულა, რადგან, ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევდა თანაგძნობას. არასდროს ყოფილა – ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”, რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? ”იზოლდა და იზოლდა ”, ”ტრისტანი და ტრისტანი” და ა.შ. არ დამდგარა ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. მერე უკვე წამოვიდა ეს ტენდენციები ხელოვნებაში და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამგდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”. მიუხედავად ამისა, ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული”, – განაცხადა პარლამენტარმა.
უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ ქორწინების საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერას არავინ აპირებს.
პარლამენტი დღევანდელი პლენარული სხდომის ფორმატში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხს პირველი მოსმენით იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები