ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ოთახის შეცვლას არ აპირებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ოთახის შეცვლას არ აპირებს, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მას საკმარისი ფართი აქვს სამუშაოდ, ამიტომ რეზიდენციის შეცვლას არ აპირებს.
“მე არსად გადასვლას არ ვაპირებ, მე მაქვს ძალიან კარგი ოფისი, არ ვაპირებ, შევიცვალო ჩემი სამუშაო ოთახი. საკმარისზე მეტი ფართი მაქვს და არ ვაპირებ შევიცვალო რეზიდენცია“, – განაცხადა პრემიერმა.