თამაზ მეჭიაური: არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დეპუტატ თამარ კორძაიას პასუხობს და აღნიშნავს, რომ პარლამენტში უსაქმური არავინ არის. მისი განმარტებით, თამარ კორძაიას ჭკუაზე არავინ დადის.
,,ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება”, – განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
„რესპუბლიკელი“ დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდებს. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა.
,,დღეს რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა, რადგან აბსოლუტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობა ხდება. მით უმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მოხსენებელი. უბრალოდ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის დაზუსტებას და ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს იმის თაობაზე, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები