იან კელი: აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში არის იმის ნახვა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია

აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში არის იმის ნახვა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და სრულფასოვანი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ხდება, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო წლის განმავლობაში
„ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო წლის განმავლობაში“, – აღნიშნა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩმა კომენტარი გააკეთა კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები არის აბსოლუტურად მიუღებელი.
„ეს იყო შემაშფოთებელი ფაქტი. ამ ინციდენტს საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ ფაქტს, რათა დამნაშავემ აუცილებლად აგოს პასუხი“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები