ნოდარ ჯავახიშვილი: ბიძინა ივანიშვილის აზრების წინასწარი წაკითხვის მცდელობა უპერსპექტივოა

ბიძინა ივანიშვილთან სამი წელი ვიმუშავე და მისი აზრების წინასწარი წაკითხვის მცდელობა უპერსპექტივოა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რას ელოდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილისგან, რომელიც 30 მაისს უნდა გასაჯაროვდეს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს, რომელშიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა. ”ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები