დავით ბაქრაძე: ბიძინა ივანიშვილის წერილისადმი ინტერესი ბუნებრივად ძალიან მაღალია

„ბიძინა ივანიშვილის წერილისადმი ინტერესი ბუნებრივად ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ამასთანავე, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს შეფასებებს იმ პროცესების მიმართ, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი.
„ბუნებრივად მაღალია ინტერესი ამ წერილის მიმართ. ვფიქრობ, როგორც ეს იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მე გავეცანი, იქნება გარკვეული შეფასება ბოლო ოთხი წლისა. იქიდან გამომდინარე, რომ არავინაა დაზღვეული შეცდომებისგან, იგი ჩვენ გაგვიზიარებს თავის შეფასებებს პროცესებისადმი, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი, მათ შორის, შეიძლება იყოს კრიტიკული”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, განვლილი პერიოდი იყო გარკვეულწილად მნიშვნელოვანი, პროგრესია 3 წელი და ამ კონტექსტში მინისტრმა მისი უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებები დაასახელა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს, რომელშიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა. ”ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები