პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრების ბოიკოტის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, ამ დრომდე არ დაწყებულა.
სხდომა 12 საათისთვის იყო ჩანიშნული. თუმცა, დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ იმყოფებიან. საპარალამენტო უმცირესობის წევრებმა – „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ”ნაციონალები” არ აპირებენ საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთონ იქამდე, ვიდრე კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები არ დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები